ხობის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ქალის ცხედარი დღეს იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.