რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა, “- წერს ის.

მან წარმატება უსურვა პარტიას და მის ყველა მხარდამჭერს.