უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს რუსული ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციების 50 წლით დაწესების საშუალებას მისცემს.
რეზოლუციის პროექტით, სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის ცენტრალური ბანკი, კერძო ბანკები, საკრედიტო კომპანიები, საგადასახადო ოპერატორები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა საფინანსო დაწესებულებები.
სანქციები ითვალისწინებს ტრანზაქციების შეჩერებას, რუსულ ბანკებთან საქმიანი ურთიერთობების (მათ შორის საკორესპონდენტო ურთიერთობების) დამყარების აკრძალვას და სხვა ღონისძიებებს.