კორონავირუსის შესახებ სპეციალურ სამთავრობო ვებგვერდზე დღეს განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 9 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 15 ინფიცირებულია.
ამავე ვებგვერდის მიხედვით მეთვალყურეობის ქვეშ 51 ადამიანია. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით ინფიცირებულიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.