„განვითარება აღიზიანებთ" - ოზურგეთის მერი „კუბოს ფორმის" საყვავილეების შესახებ

პუბლიკა

„განვითარება აღიზიანებთ”, – ასე პასუხობს  ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ინტერნეტის რეაქციას სკვერში დადგმულ „კუბოს ფორმის” საყვავილეებზე და დასძენს იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთის იმიჯისა და ღირსების შელახვით არის დაკავებული.

ოზურგეთის რეაბილიტირებული სკვერის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, – „ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა!

საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!”, – წერს თალაკვაძე და სკვერის რენდერის ფოტოებს აქვეყნებს: