მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს საქმიანობას - ადმინისტრაცია

პუბლიკა

განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს მუშაობას.

„მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და გამოემშვიდობა.

მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა – ჯერ 2017 წელს, შემდეგ კი 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩხენკელს უმრავლესობის დეპუტატი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შეცვლის.