მილიონერი განათლების მინისტრი - ამილახვრის განათლება, გამოცდილება და ქონება

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი წარადგინა .

გიორგი ამილახვარი ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელმაც 7 მარტს მხარი დაუჭირა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.

ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ 2021 წლის დეკემბერში აირჩიეს, მანამდე კი კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

გასულ წელს ამილახვარმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა  გამონათქვამით ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას, რომლის დროსაც სამ მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთი დაიღუპა:

„არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქციაა“, – განაცხადა ამილახვარმა გასული წლის ოქტომბერში.

იმავე დღეს ამილახვარმა ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში მისი განცხადება სრულიად მიუღებელი იყო და რომ, ფაქტზე მას ინფორმაცია არ ჰქონია.

გთავაზობთ გიორგი ამილახვრის ბიოგრაფიულ და ქონებრივ ცნობებს, რომელიც პარლამენტისა და თსუ-ის ვებგვერდის მიხედვით არის შედგენილი:

განათლება

  • 2017: ქართულ-ამერიკული უუნივერსიტეტი – სამართალი (დოქტორი)
  • 2001-2006: თბილსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალმცოდნეობა (მაგისტრი)
  • 2006-2008: საქართველოს საგადასახადო და საბაჟო აკადემია (მაგისტრი)

სამუშაო გამოცდილება

  • 20182019: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2015-2017: „დეგუსტოს“ მმართველი პარტნიორი;
  • 20102020: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
  • 20082010: ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
  • 2009-2013: პოპული/იოლის მმართველი პარტნიორი;
  • 2007-2008: სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი;

უძრავი ქონება

გიორგი ამილახვარითბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე 2006 წელს ნაჩუქარ ბინას, მანსარდასა და სარდაფს ფლობს, რაც ჯამში 310 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, 2018 წელს მან ამავე მისამართზე 77 კვადრატულ მეტრამდე არასაცხოვრებელი ფართი 3 ათას დოლარად შეიძინა. 2021 წელს კი 798 ათას ლარად 2 314 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა შინდისში.

გარდა ამისა, მისი ცოლი, ნინო წერეთელი ფლობს 2011 წელს ჯამში 540 ათას ლარად შეძენილ ბინას, დამხმარე ფართსა და ავტოფარეხებს მთაწმინდაზე.

მოძრავი ქონება

ამილახვარმა 2019 წელს 76 ათას ევროდ შეიძინა ავტომობილი Mercedes GLE 450;

2015 წელს 25 ათასი ლარი საათში გადაიხარა; 2022 წელს კი საათში 9 700 ევრო გადაიხადა;

ოჯახი ასევე ფლობს ორ ფერწერულ ტილოს, რომლის ჯამური ღირებულება 28 ათასი ლარია;

ამილახვრის მეუღლის დეკლარაციაში აღნუსხული საათებისა და სამკაულების ჯამური ღირებულება კი 69 ათას ლარსა და 17 ათას ევროს აჭარბებს.

ოჯახის ანგარიშბეზე არსებული თანხა კი 97 ათას დოლარს აჭარბებს; გარდა ამისა, ნინო წერეთელი ნაღდი ფულის სახით ფლობს 50 ათას დოლარს.

წილები

გიორგი ამილახვარი 100%-იან წილს ფლობს შპს „ნიმი 1-სა“ და „ნიმი 2-ში“; მისი მეუღლე შპს „თოუ დეველოპმენტის“ მფლობელი და დირექტორია;

ხარჯები

გასულ წელს გიორგი ამილახვარმა საზღვარგარეთ მოგზაურობაში 25 ათასი ლარი დახარჯა, ნინო წერეთელმა – 30 ათასი ლარი; წერეთელმა გასულ წელს ასევე  შვილების განათლებაში 25 ათასი ლარი და 5 900 დოლარი დახარჯა.