საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას და ეს არ არის გადაჭარბებული.
„მთავარი მინდა გითხრათ ახლა. დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია, ჩვენ ვუყურებთ დღითიდღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას, მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და დაკვეთა ჩვენი ხალხის არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, “- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრობისას განაცხადა.