„ოცნების“ დეპუტატები გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, სხდომის დასრულების შემდეგ, დერეფანში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ. ისინი გუბაზ სანიკიძეს კიბეებზე დაედევნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და შოთა ხაბარელი.

დაპირისპირებას წინ უძღოდა სხდომათ დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს შორის შელაპარაკება. ირაკლი ღარიბაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „გაყიდული და არაკაცი“ უწოდა.