წუხელ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა. ერთ-ერთმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, შემთხვევით, გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.