მოსახლეობის 84% „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი - ER-ის კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ კითხვაზე, „როგორია თქვენი დამოკიდებულება მოცემული პარტიების მიმართ?“ – მოსახლეობის 84%-ს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ; 87%-ს – „გირჩის“ მიმართ; 77%-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ; 76% ნეგატიურად არის განწყობილი „პატრიოტთა ალიანსის მიმართ“; „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიმართ – 82%; „ლელოს“ მიმართ 75%; „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ – 70%; „ევროპული საქართველოს“ მიმართ კი – 68%.

რაც შეეხება პოზიტიურ დამოკიდებულებას, ყველაზე მეტი – 33% პოზიტიურად არის განწყობილი პარტია „ახალი საქართველოსთვის“ მიმართ; 32% – „ევროპული საქართველოს“ მიმართ; 31% „სამოქალაქო მოძრაობის“ მიმართ. „ქართულ ოცნებას“ – 16%; ყველაზე დაბალი – 5%-იანი მაჩვენებელი აქვს პარტიას „სამართლიანობისთვი“

Edison research-მა „ფორმულას“ დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სრულწლოვანი რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს. კვლევა 95%-იანი სანდოობისაა და შესაძლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.