მოსახლეობის 28%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას - ER-ის კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ერთ-ერთ კითხვაზე, „საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?“ – 29% პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას; 17% – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; „ევროპულ საქართველოს“ – 6%; 4-4% „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“; „ლელოს“ – 3%; სამოქალაქო მოძრაობას – 2%; ასევე 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ პარტიებს „ახალი საქართველოსთვის“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“. 1%-იანი მხარდაჭერა აქვს „გირჩს“, „თავისუფალ საქართველოს“, „გამარჯვებულ საქართველოს“ და პარტიას „სამართლიანობისთვის“.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 28%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

Edison research-მა „ფორმულას“ დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სრულწლოვანი რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს. კვლევა 95%-იანი სანდოობისაა და შესაძლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.