Dreams | ფოტოპროექტი

Dreams | ფოტოპროექტი

ვახო ხეთაგური

მგონია, რომ ადამიანების ოცნებები და სურვილები მათზე ძალიან ბევრს ჰყვება, ბევრს მოგვითხრობს მათ გრძნობებზე, აღქმაზე, ცხოვრების სტილსა და გარესამყაროსთან დამოკიდებულებაზე. სომერსეტ მოემი ამბობდა, რომ „ოცნება მიზნების წინაპირობაა“. ასე რომ, „ოცნების“ სერიის გადაღების მიზეზიც სწორედ ამ ადამიანების უკეთ გაცნობა, მათი მენტალობის, ღირებულებებისა და მიზნების გამოკვლევა იყო. როგორ განსაზღვრავს ოცნების შინაარსს ჩვენი კულტურა, ქვეყნის სოციალური მდგომარეობა და ის ქართული რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ? გარდა ამისა, მაინტერესებს, რა ზეგავლენა ახდენს ადამიანზე დრო და რა ემართება ჩვენს ოცნებებს ასაკის მატებასთან, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებასთან ერთად? – ეს ის შეკითხვებია, რომლებიც მუდამ თავში მიტრიალებს და რომელთა პასუხებსაც სულ ვეძებ.  „ოცნების“ სერიაც ამ პასუხების ძიების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც სხვა ადამიანებთან ერთად საკუთარი თავიც უნდა გავიცნო.

  • 011

  • 012

  • 017

  • 018

  • 005

  • 006

  • 002

  • 003

  • 008

  • 009

  • 014

  • 015

  • ფოტო 1

  • 021








  • 01
    /