საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ/რომელიმე პარტიას მისცემდით ხმას? თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას?“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
- ქართული ოცნება – 19%;
- ენმ – მიხეილ სააკაშვილი – 14%;
- „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია – 3%;
- გირჩი-მეტი თავისუფლება – 3%;
- ლეიბორისტული პარტია – 2%;
- ლელო – 2%;
- გირჩი – 2%;
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
- ანა დოლიძის პარტია – 2%;
- მოქალაქეები – 2%;
- ალტ-ინფო – 1%;
- დროა – 1%;
- ევროპული საქართველო – 1%;
- პატრიოტთა ალიანსი – <1%;
- ხალხის ძალა – <1%;
- სხვა – <1%;
- გაფუჭებული ბიულეტენი – 11%;
- არ მივცემდი ხმას – 5%;
- არ ვიცი – 20%;
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%.
იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:
- ქართული ოცნება – 2%;
- ენმ – 3%;
- გახარიას პარტია – 3%;
- გირჩი-მეტი თავისუფლება – 2%;
- ლეიბორისტული პარტია – 2%;
- ლელო – 3%;
- გირჩი – 1%;
- სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
- ანა დოლიძის პარტია – 1%;
- მოქალაქეები – 2%;
- ალტ-ინფო – <1%;
- დროა – 3%;
- ევროპული საქართველო – <1%;
- პატრიოტთა ალიანსი – 1%;
- ხალხის ძალა – 2%;
- სხვა – <1%;
- გაფუჭებული ბიულეტენი – 6%;
- არ მივცემდი ხმას – 1%;
- არ ვიცი – 19%;
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 2%.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ იკლო, ხოლო ენმ-ის მხარდაჭერა 2%-ით გაიზარდა.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.