სამინისტრო: თავდაცვის ძალების სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, მამუკა მელაძე უწყების ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”- ნათქვამია განცხადებაში.