არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - შსს

პუბლიკა

ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.

„მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდა გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“,- აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით. შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ყველა იმ პირს დაიბარებენ და გამოკითხავენ, ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა.  სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოცემა „ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა.