კორონავირუსის გამო, ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.