Quiz | შეამოწმე, როგორ იცი ქართული გრამატიკა

რომელი ფრაზაა გამართული?

სწორია! არასწორია!

როცა პირის ნაცვალსახელი არ მიუთითებს კუთვნილებაზე და მას მოსდევს თანდებული (ასე მაგ, თქვენ შესახებ, ჩემ გამო და ა.შ.), ასეთ შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი „-ს“ საჭირო არ არის, ხოლო როდესაც კუთვნილებაა, მაგ: ჩემი სახლი, ჩემი და, ასეთ შემთხვევაში იქნება - ჩემს სახლს, ჩემს დას და ა.შ.

რომელი წინადადებაა გრამატიკულად სწორი?

სწორია! არასწორია!

იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტს ახლავს სახელი, რომელიც საკუთარ თავში უკვე გულისხმობს სიმრავლეს, სუბიექტი რჩება მხოლობით რიცხვში. მაგალითად, როგორც არ შემთხვევაშია - სხვადასხვა უკვე ნიშნავს მრავლობითს, ერთზე მეტს, შესაბამისად, მას არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში მოსდევს.

რომელ წინადადებაშია შეცდომა?

სწორია! არასწორია!

სწორი პასუხია 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი; როცა რამდენიმეფუძიანი სიტყვის (კომპოზიტის) პირველი ნაწილი წარმოდგენილია რიცხვითი სახელით და ამ რიცხვით სახელს დავწერთ ციფრით, მეორე ნაწილს ის დაუკავშირდება დეფისით. და თუ მათი წერისას არ გამოვიყენებთ ციფრებს, მაშინ ისინი დაიწერება ერთად. მაგ: 3-სართულიანი ან სამსართულიანი.

როგორ ვწერთ ამ სიტყვას სწორად?

სწორია! არასწორია!

ფუძის გამეორებით მიღებული კომპოზიტები იწერება დეფისით. კომპოზიტი ნიშნავს სიტყვას, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისგან. ამ შემთხვევაში დამკვიდრებულია „ცალ-ცალკე“ და არა „ცალკ-ცალკე“. ფუძის გამეორებით მიღებული კომპოზიტების გარდა, ასევე არსებობს ორი ან მეტი სხვადასხვა ფუძის (ან სიტყვის) შეერთებით მიღებული კომპოზიტები: დედ-მამა, და-ძმა და ა.შ.

რა შემთხვევაში წერია „არა მხოლოდ“ სწორად?

სწორია! არასწორია!

„არა მხოლოდ“ იწერება ცალ-ცალკე, როცა მას მოსდევს „არამედ“, ანუ როცა წინადადების მეორე ნაწილი გვთავაზობს აზრის გაგრძელებას. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც წინადადებაში არ გვჭირდება „არამედ“, „არამხოლოდ“ დაიწერება ერთად. ასე მაგალითად: ყველა დაზარალებულს და არამხოლოდ მათ, უნდა აღელვებდეს ეს საკითხი!

მონიშნე, რომელია სწორი

სწორია! არასწორია!

არსებობს ზმნისწინი „აღ-“, მისი გახლეჩა და შუაში პირის ნიშნის შემოტანა არასწორია. ამ შემთხვევაში „ვ“ - პირის ნიშანია და შესაბამისად, ის „აღ“ ზმნისწინის შემდეგ უნდა დავწეროთ.

როგორ იწერება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ჩანართი?

სწორია! არასწორია!

დადგენილია, რომ ეს ჩართული, რომელიც დადასტურების მნიშვნელობით იხმარება, იწერებოდეს ცალ-ცალკე.

რომელი რიგობითი რიცხვითი სახელი წერია გამართულად?

სწორია! არასწორია!

როცა რიგობითი რიცხვითი სახელი იწყება პრეფიქსით - „მე-“, წერისას ვწერთ „მე“-ს, შემდეგ დეფისს და რიცხვს, სუფიქსი „-ე“ კი აღარ იწერება. ხოლო როცა რიგობითი რიცხვითი სახელი იწყება რიცხვით - მას აღარ სჭირდება პრეფიქსი „მე“, თუმცა სჭირდება სუფიქსი „ე“. ასე, მაგალითად: 21-ე საუკუნე.

მონიშნეთ სწორი ფორმა?

სწორია! არასწორია!

„რაღაცა“ მრავლობითში იქნება „რაღაცები“. მრავლობითი ნიშნის გამომხატველი „ებ“ მას ჩვეულებრივ ემატება. თუმცა მრავლობითის ფორმები არ აქვს „ვინ“ ნაცვალსახელს. „რა“ ნაცვალსახელის მრავლობით ფორმად გამოიყენება „რანი“ ან, იშვიათ შემთხვევაში „რაები“.

რომელი წინადადებაა პუნქტუაციურად გაუმართავი?

სწორია! არასწორია!

ყველა კავშირის წინ მძიმის დასმა არაა მართებული. მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში ფრაზის დასრულების შემდეგ და თუ ახალი ფრაზა დაიწყება „რომ“ კავშირით, ბუნებრივია, მძიმე მის წინ უნდა დაიწეროს.

კიდევ ერთი მაგალითი სასვენ ნიშნებზე - სად წერია სასვენი ნიშანი სწორად?

სწორია! არასწორია!

არსებობს სხვადასხვა ტიპის გარემოება - დროის, ადგილის და ა.შ. სხვადასხვა ტიპის გარემოების მძიმით გამოყოფა არ არის მართებული. მძიმით ერთმანეთისგან გამოიყოფა ის გარემოებები, რომლებიც ერთი და იმავე ნიშნით აკონკრეტებს სათქმელს. მაგალითად - კვირას, 15 საათზე - აქ დაკონკრეტებულია დრო, შესაბამისად, ვწერთ მძიმეს. რუსთაველზე, პარლამენტის წინ - დაკონკრეტებულია ადგილი და მძიმე აქაც უნდა, ხოლო როცა წინადადებაში ორი სხვადასხვა სახის გარემოებაა, მათ მძიმით არ გამოვყოფთ: კვირას პარლამენტთან აქცია გაიმართება [გამოყენებულია დროისა და ადგილის გარემოება].

Quiz | შეამოწმე, როგორ იცი ქართული გრამატიკა

მარტივი ქვიზია. მეტი მოგეთხოვება! იმედი გვაქვს, გამოგადგება ჩვენი განმარტებები

რაღაცები იცი, მაგრამ კიდევ მეტი დრო უნდა დაუთმო გრამატიკას!

ყოჩაღ! ნამდვილად დაიმსახურე შექება

შედეგის გაზიარება: