თბილისის ცენტრში მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა ურალის ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის ავტობუსზე პროტესტის ნიშნად წარწერები დატოვეს. ანსამბლი „კამუშკა“ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული ცენტრის „როსტოკის“ ბაზაზე ოპერირებს.
„პუბლიკა“ ცდილობს გაარკვიოს, გეგმავს თუ არა „კამუშკა“ საქართველოში კონცერტის გამართვას.
„ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია. ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი „რუს მეომარს“ მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს“, – აცხადებს „სირცხვილია“.
ანსამბლის სოციალურის ქსელების გვერდზე მართლაც იძებნება აფიშა 1 მაისს გამართული კონცერტისა, რომელიც „რუს მებრძოლს ეძღვნებოდა“. გარდა ამისა, 9 მაისს „კამუშკა“ კრემლის მიერ ორგანიზებულ აღლუმსა და კონცერტშიც მონაწილეობდა რუსეთის დროშებითა და გეორგიევსკის ლენტებით: