„საქართველოს რკინიგზა” აცხადებს რომ დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა წყალმა ლიანდაგები დატბორა და ასევე, გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.
კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები.
„საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას”. – ვკითხულობთ განცხადებაში.