დასავლეთიდან მატარებლები დაიძრნენ, უამინდობის გამო შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც - რკინიგზა

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლები დაიძრნენ. რკინიგზა ამბობს, რომ უამინდობის გამო შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც.

მათივე ცნობით, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური.

შენიშვნა: საქართველოს რკინიგზის 12:01 საათის ინფორმაციით, მოძრაობა სრულად აღდგენილია. რკინიგზის ცნობით, შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა.

„ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – წერია განცხადებაში.


გუშინ, საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, რომ დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა წყალმა ლიანდაგები დატბორა და ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა გამოიწვია, რის გამოც ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებული იყო.