2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამანტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
- ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დაიღუპა 29 და დაშავდა 54 დასაქმებული მშენებლობის სექტორში.
- დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაღუპულია 5 და დაშავდა 42 დასაქმებული.
- სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების სექტორში დაღუპულია 3 და დაშავებულია 16;
- სოფლის მეურნეობის სექტორში დაშავებულია 2;
- ელექტროენერგიის მიწოდების სექტორში დაღუპულია 4 და დაშავებული 6;
- ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 24;
- წყალმომარაგებისდა ნარჩენების მართვის სექტორში დაღუპულია 2 და დაშავებულია 13;
- ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სექტორში დაღუპულია 1 და დაშავებული 6;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორში დაშავებულია 5 დასაქმებული.
2019 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამანტმა კონკრეტულად ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად 1 264 ინსპექტირება განხორციელა 558 ობიექტზე;
ანგარიშის მიხედვით, შემოწმების პროცესში გამოვლინდა 4 806 დარღვევა. დარღვევათა პროცენტული წილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ყველაზე მეტად საწარმოებში არ ხდება რისკების შეფასება (11%).
- გამოიკვეთა, რომ დასაქმებულები სამუშაო პროცესისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობენ (10%).
- დარღვევათა მორიგ ჩამონათვალშია სწავლება/ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა (9%).
- 9%-ით განისაზღვრა ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ თრობაზე უკონტროლობა
- საწარმოებში არ ხდება უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა და ანალიზი (9%)
- მანქანა-დანადგარების/ტექნიკური აღჭურვილობის უკონტროლობა (7%).
- 7%-ით განისაზღვრა სხვადასხვა ტიპის დარღვევა, როგორიცაა: შეუსაბამო მოაჯირები, არაქარხნული ხარაჩოები, უსაფრთხოების ბადეების გამოუყენებლობა, ამწის მოუწყობელი კაბინა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის უქონლობა, დაუცველი ელექტროუსაფრთხობა, მაფრთხილებელი იშნების უგულებელყოფა
- საწარმოთა 6%-ს არ ჰყავს უსაფრთხოების სპეციალისტი
- საწარმოთა 5% მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულები არ ჰყავს დაზღვეული უბედური შემთხვევის დაზღვევით;
- ობიექტთა 5% სამშენებლო მოედნებზე იყენებს კუსტარულ კიბეებს;
- დარღვევათა გარკვეული წილი მოდის საწარმოო გარემო ფაქტორების – ფიზიკური ფაქტორების (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება და ა.შ. შეუფასებლობაზე (4%);
- სამშენებლო მოედნებზე არსებულ დაუცველ ღიობებზე განაწილდა დარღვევათა 2%;
შრომის ინსპექციის მიერ 2019 წელს ჯამში განხორციელდა 1 575 ინსპექტირება, რომელიც ჯამში შეეხო 90 000 დასაქმებულს, რაც წინა წლის მონაცემებს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.
ინსპექტირების შედეგად 4 806 მითითება გაიცა, გაფრთხილება მიეცა 558 ობიექტს, დაჯარიმდა 431 ობიექტი, 92 ობიექტი შეჩერდა, ხოლო გაცემული მითითებები სრულად გამოასწორა 127-მა ობიექტმა.