5-დან 19 ივლისამდე „მშვიდობის ხიდზე" გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია

პუბლიკა

5-დან 19 ივლისამდე „მშვიდობის ხიდზე“ გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება, ასევე, ხიდის საკიდებისა და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეების რესტავრაცია.

„აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.