აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად თეონა ბაკურიძე ავრცელებს. ჟურნალისტი აქვეყნებს ბრძანებასაც, რომლითაც იგი გაათავისუფლეს.
დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე 9 მარტიდან ეთერიდან მოხსნეს.