2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუსის ანგარიში

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ  2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა.

„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური, თანამდებობის პირზე თავდასხმის მოზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით, “- ნათქვამია ანგარიშში.

სუსის ცნობით, გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები.

„აღნიშნული, მათ შორის, უკავშრდებოდა  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს, ასევე რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ” – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ ანგარიშს ხვალ, 7 ივლისს, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.