როგორ იგეგმებოდა პრაიდფესტივალი, კონკრეტულად რა დაპირებები მიიღეს აქტივისტებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, როგორ შეირჩა ფესტივალის ტერიტორია და საბოლოოდ, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც საზოგადოებამ 8 ივლისს იხილა, – ამ საკითხებზე „პუბლიკასთან” Tbilisi Pride-ის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია საუბრობს.
„ჩვენ მოგვატყუეს, ძალიან მწარედ; გამოგვიყენეს. შეიძლება მწარეა ამის აღიარება, მაგრამ გვიწევს“, „აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი“, – მარიამ კვარაცხელია.