ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს - კობახიძე რუსეთიდან ფრენებზე

პუბლიკა

„დღეში თურქეთ-რუსეთს შორის დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში, დაახლოებით – 25 და სომხეთის შემთხვევაშიც, დაახლოებით – 25, ჯამში – 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება, საქართველო გახდეს რისკის საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია“, აცხადებს – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს…

როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა“, – განაცხადა კობახიძემ.

ნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობლის ვიტალი ვანცევის განცხადებით, თბილისში „რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქნება.“