ფილმი აბასთუმანსა და ოლიგარქზე ერევნის კინოფესტივალის გამარჯვებულია

პუბლიკა

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმი „ჯადოსნური მთა” ერევნის კინოფესტივალის გამარჯვებული და ვერცხლის გარგრის მფლობელია.

ფილმი აბასთუმანის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება: „აბასთუმანში საუკუნოვანი შენობა დგას, სადაც ტუბერკილოზით დაავადებული ადამიანები იზოლირებულად ცხოვრობენ. ერთ დღესაც ამ შენობას ოლიგარქი აღმოაჩენს და მის შეძენას გადაწყვეტს”.

„სულ რაღაც გუშინ, ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს გარგარი” მარიამ ჭაჭია კინოში ცენზურის დაწესების საფრთხეზე საუბრობდა.  დღეს მისი ფეისბუქ-ანგარიში გატეხილი და გაუქმებულია”, – წერს ამის შესახებ სტუდია Opyodoc.

„საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთავრობას განსხვავებული აზრი არ მოსწონს. მმართველმა ძალამ ღიად განაცხადა, რომ არ უყვართ აბსურდული და არასწორი ფილმები. მაგრამ რა არის სწორი და არასწორი კინო?”, – მარიამ ჭაჭია.