ვარჰეი: დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ პროგრესია

პუბლიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.