თბილისში, გლდანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა. ავტოავარიის დროს მანქანა ბუნებრივი აირის მილსაც დაეჯახა და გაზმა გაჟონა.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა „თბილისი ენერჯიმ“. კომპანიის განცხადებით, იყო აფეთქების საშიშროება, მაგრამ ამ დროისთვის გაზი დაკეტილია.
„ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. Ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია“, – აცხადებს „თბილისი ენერჯი“.