ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა - კობახიძე

პუბლიკა

„ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების ჩასვლა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა. მნიშვნელოვანია, ავითვისოთ ყველა რესურსი, რაც ამ პარტნიორობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.