ტელეწამყვანმა სალომე არშბამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის „დილის შოუს“ წამყვანმა, სალომე არშბამ ტელეკომპანია დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება თვეების წინ მიიღო.

„მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები რომ ცვლილების დროა, თან რადიკალური ცვლილების. მადლობა იმედს ამ წლებისთვის და შესაძლებლობისთვის, მადლობა იმ იმედელებს, რომლებიც სულ გვგულშემატკივრობდნენ და ახლაც ასე გრძელდება, უდიდესი მადლობა მაყურებელს, თქვენი სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და მართლა უდიდესზე უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, სუპერპროფესიონალებს და საუკეთესოებს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა ხდებოდა კადრს მიღმა და კულისებში და We did it! ეს ეტაპიც დასრულდა, იმედია ცხოვრება უკეთეს თავგადასავლებს შემომთავაზებს, ახლა კი ცოტას დავისვენებ ტელევიზიისგან”, – წერს სალომე არშბა instagram-ზე.

ის ტელეკომპანია „იმედში“ 15 წელზე მეტია მუშაობდა. იყო GDS-ის შუადღის გადაცემის წამყვანიც. ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე დღის წინ, ბახვა ბრეგვაძემაც დატოვა.