მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, მაშველებმა ორი ცხედარი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

შსს-ს ცნობით,  ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.