შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშოებში ჯარი ჩაერთვება, – ამის შესახებ მან ონში განაცხადა.

„თავდაცვის ძალები თავიანთი სპეცსაშუალებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს”, -განაცხადა მან.

მისი ცნობით, ამ ეტაპისთვის დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, 30 მოქალაქეს კი ისევ ეძებენ.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ძალიან მძიმე ვითარებაა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.