ბათუმში 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს

პუბლიკა

ბათუმში, ავტოსახელოსნოსთან 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.