შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 2 მცირეწლოვანს ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მიმდინარეობს 2-ის იდენტიფიცირება. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ, მცირეწლოვანს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიიდან 26 დღის შემდეგ ოფიციალურად დადასტურებულია 31 ადამიანის გარდაცვალება, 2-ის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.