ბაღდათში ორი ადამიანი ქვევრში დაიღუპა

პუბლიკა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ქვევრში 2 ადამიანი, სავარაუდოდ, გაიგუდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ უბედურ შემთვევას ჰქონდა ადგილი, სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვევრში სავარაუდოდ, გასაწმენდად ჩასული ერთ-ერთი კაცი შეუძლოდ გახდა, მის დასახმარებლად კი მეორე ჩავიდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. უცნობია ზუსტად რამ გამოიწვია მათი გარდაცვალება.