თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.