ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა

პუბლიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფელ ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია. ცენტრალური გზის აღდგენამდე დროებითი ხიდი აშენდება, ხიდის სამშენებლო სამუშაოები, შარაშიძის თქმით, უკვე დაწყებულია და ორ დღეში დასრულდება.