პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა.

5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალია.