შსს: პირი დედას ქონების გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიებიის ვერსიით, ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.