სტატუსმეტრი: სრულად შესრულებულია ერთი პირობა, მეტწილად - 2

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით: ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

დოკუმენტის მიხედვით,

  • სრულად შესრულებულია ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისინება;
  • მეტწილად შესრულებულია დამოუკიდებელი სახალხო დამცველის და გენდერული თანასწორობის პუნქტები;
  • ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედა, მოწყვლადი ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულება;
  • შესასრულებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

ორგანიზაციებმა სტატუსმეტრის ბოლო ანგარიში გამოაქვეყნეს. მათ მიერ მომზადებულ მე-6 დოკუმენტში შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.