კახეთი კვლავ დაისეტყვა

პუბლიკა

ძლიერი სეტყვა იყო კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში.

დასეტყვილია რამდენიმე სოფელი – გრემი, საბუე, შილდა, ენისელი, გავაზი, სანავარდო… დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ჩამოდის წყალი სახლების სახურავებიდან, ადგილობრივები საუბრობენ, რომ დაისეტყვა ვენახები.