NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს აზერბაიჯანი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უარის შემთხვევაში კი ამას სანქციები უნდა მოჰყვეს”.
Azerbaijan has launched a major new offensive against Nagorno-Karabakh.
The international community must push Azerbaijan to end hostilities immediately. If they refuse, sanctions must follow.
The world cannot be silent when ethnic cleansing occurs.https://t.co/3ANC3alIrC
— Anders Fogh Rasmussen (@AndersFoghR) September 19, 2023
აზერბაიჯანმა დღეს განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია.
სანქციებზე ლაპარაკობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.
„ალიევის ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში კოდური სიტყვაა და სომხების ეთნიკურ წმენდას აღნიშნავს. ალიებმა პუტინს მწვანე აუნთო, რათა დაამხოს ნიკოლ ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობა. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას და სომხეთის მთავრობას გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება“.
The Aliyev’s “anti-terrorist operation” in NK is a code-word for ethnic cleansing of Armenians. Putin gave Aliyev a green light to topple the democratic gov. of @NikolPashinyan .
EU must urgently impose sanctions on ??political elite & provide ??Gov with all the help they need.— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) September 19, 2023
მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შარლ მიშელის განცხადებით:
„დამანგრეველ ამბებს ვიგებთ მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოლქიდან.
აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“.
Devastating news coming from former Nagorno-Karabakh oblast today.
Military actions of Azerbaijan must be immediately halted to allow for a genuine dialogue between Baku and Karabakh Armenians.
— Charles Michel (@CharlesMichel) September 19, 2023
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მაღალი სიზუსტის იარაღის სამიზნე მხოლოდ „ლეგიტიმური სამხედროები იქნებიან და არა სამოქალაქო პირები ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რომ ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” მისწრაფების ნაწილია.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებისვე განცხადებით, ამის შესახებ აცნობეს „რუსეთის სამშვიდობო ძალებს რეგიონში და რუსულ-თურქულ სადამკვირვებლო ცენტრს, რომლის მიზანიც 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა”.
ამასთან, სომხეთი აცხადებს, რომ არ ჰყავს სამხედრო პერსონალი ყარაბაღში და რომ მისი პრიორიტეტები მხოლოდ ჰუმანიტარულია.
ბაქომ განაცხადა, რომ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „აზერბაიჯანის 6 მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა” და ამაში „უკანონო სომხური შეიარაღებული ჯგუფები” დაადანაშაულა.
სამხედრო ესკალაცია წითელი ჯვრის მიერ ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მომდევნო დღეს მოხდა. ეს ნაბიჯი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას ემსახურებოდა.
მთიანი ყარაბაღი, სადაც სომხები ცხოვრობენ, 9 თვეა, აზერბაიჯანმა ბლოკადაში მოაქცია. იქ მცხოვრები ადამიანები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, აქვთ საკვების, მედიკამენტების, პირველადი ნივთების დეფიციტი.
ყარაბაღი, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, ეთნიკურად სომეხი ადამიანებით არის დასახლებული.
1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო რეგიონის დიდ ნაწილს არ აკონტროლებდა. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა.
2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. საომარი მოქმედებები 1 თვეს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
ომის შედეგად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის 11 450 კვადრატული კილომეტრიდან 3 750 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, კიდევ 4500 კვ.კმ – 10 ნოემბრის შეთანხმების შედეგად მიიღო. 2021 წლის სამხედრო შეტაკების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიკავა კიდევ 250 კვადრატული კილომეტრი. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორია 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია.
ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან რუსული სამხედრო ძალები.