„ტაბულას“ ჟურნალისტს აქციაზე ფიზიკურად შეეხნენ, მობილური დააგდებინეს - შსს-მ მოკვლევა დაიწყო

პუბლიკა

ჰომოფიბიურად განწყობილი ჯგუფების აქციაზე „ტაბულას“ ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს  აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-დან განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.