Edison Research: უმრავლესობას პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულამ” Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას – 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე: მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 67%
  • ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 33%

ივნისში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 63%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 37%-ს კი უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენა ერჩივნა.

გარდა ამისა, Edison Research-მა მოსახლეობას ჰკითხა, მათი აზრით, რომელი უკეთ გაუმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას – მმართველი პარტია თუ ოპოზიცია.

პასუხები ასეთია:

  • უკრაინის მხარდაჭერა – ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
  • კრიმინალი –  ოპოზიცია 52%, ქართული ოცნება 48%
  • ევროინტეგრაცია – ოპოზიცია 52%, ქართული ოცნება 48%
  • რუსების მიგრაცია საქართველოში – ოპოზიცია 51%, ქართული ოცნება 49%
  • მაღალი ფასები – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • უმუშევრობა – ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • განათლება – ოპოზიცია 46%, ქართული ოცნება 54%
  • კლიმატის ცვლილება – ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%
  • ჯანდაცვა – ოპოზიცია 43%, ქართული ოცნება 57%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.