„მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის მიკროავტუბუსების მენეჯმენტთან, რომ მათ მოახერხონ, არასამუშაო პერიოდში მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლის გარეშე” – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მისი განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
-
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 34
-
კარანტინის რეჟიმში – 1008
-
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64