ბოლო ცნობებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ღაზაში - 370

პუბლიკა

ბოლო ცნობებით, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იწუყებიან, ჰამასი კი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 370 პალესტინელია დაღუპული.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, დაშავებულთა რაოდენობა 2200-მდე აღწევს.

CNN-ის ცნობით, ისრაელის მთავრობამ 7 ოქტომბერს დაწყებული იერიშის საპასუხოდ დღეს, 8 ოქტომბერს, უკვე ოფიციალურად გამოუცხადა ომი ჰამასს.

ომი ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე გამოცხადდა.

ისრაელს არ აქვს დაწერილი კონსტიტუცია, მაგრამ მისი 13 ძირითადი კანონი მსგავს ფუნქციას ასრულებს.

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი შურს იძიებს თავდასხმისთვის.