Al Jazeera წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგვიპტე უარს ამბობს, გზა გაუხსნას პალესტინელ ლტოლვილებს.
თუმცა, კაირო აშშ-სთან ერთად განიხილავს ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერენფის გახსნას.
ღაზაში, რომელიც მცირე ტერიტორიაა – სანაპირო ზოლი ისრაელის ჩრდილოეთით და ეგვიპტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე კონტროლი ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, ბლოკადაში არიან.
ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების შესვლას თავის ტერიტორიაზე. მათ შორის, სასტიკი კონფლიქტების დროს. ოფიციალური კაირო ხშირად არის შუამავალი ისრაელსა და პალესტინელებს შორის და მუდმივად ითხოვს, მხარეებმა კონფლიქტი თავიანთ საზღვრებში მოაგვარონ.
პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე უარს ეგვიპტე იმითი ხსნის, რომ ღაზაში დარჩენა ერთადერთი გამოსაცალია, პალესტინელებმა სახელმწიფოებრიობის უფლება მოიპოვონ.
ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა, Al Jazeera-ს უთხრა, რომ ეგვიპტემ უარი თქვა უსაფრთხო დერეფნის გახსნაზე, რათა „დაიცვას პალესტინელთა უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი მიწა”.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ გადამწყვეტია, დაუშვან ღაზაში სიცოცხლისთვის აუცილებელი მარაგების, მათ შორის, საწვავის, საკვების და წყლის შეტანა.
”ჩვენ ახლა სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა გვჭირდება”. – თქვა მან.
მოგვიანებით გაეროს სპიკერმა, სტეფან უჯარიჩმა განაცხადა: „მოქალაქეებს დაცვა სჭირდებათ. ჩვენ არ გვსურს, ტერიტორიიდან ღაზელების მასობრივი გასვლა ვიხილოთ”.
ამ დროისთვის ღაზას არ მიეწოდება ელექტროენერგია – მთავარი ტრანსფორმატორი საწვავისგან გუშინ, 11 ოქტომბერს დაიცალა. საავადმყოფოებში დაშავებულებს ვერ შველიან.
ისრაელი ბლოკადის მოხსნაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ ჰამასი ყველა ისრაელელ ტყვეს არ გაათვისუფლებს.