საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“, – დაწერა პრეზიდენტმა.
ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციას უწევს.
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.